Episodes

Thursday Mar 10, 2022
Thursday Mar 10, 2022
მახსოვს, რომ 21 ნოემბერი იყო, როცა მივიღე იბოგა, რომელმაც არჩევანის თავისუფლება დამიბრუნა — გვიყვება ადიქტოლოგი დათო სუბელიანი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა სხვადასხვა ადიქციას. სიმშვიდის ლაბორატორიის ეს ეპიზოდი პასუხს რამდენიმე კითხვას სცემს: როგორ მივხვდეთ, რომ პრობლემა გვაქვს, რა შეუძლიათ გააკეთონ ახლობლებს ასეთ დროს და რა მეთოდები არსებობს ადიქციისგან გასათავისუფლებლად საქართველოში

Tuesday Jan 04, 2022
Tuesday Jan 04, 2022
სტუმრები: ბესარიონ სათნო და გვანცა (პერწო) პერტია.

Thursday Dec 09, 2021
სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 07 — რას გვიშვრებიან ლაიქები, დაგულვები და ფილტრები?
Thursday Dec 09, 2021
Thursday Dec 09, 2021
სიმშვიდის ლაბორატორიის ამ სერიაში ვსაუბრობთ სოციალური მედიის გავლენაზე ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე: ვის და რატომ ვადარებთ თავებს და რატომ განვიცდით, რომ სოციალური მედიისთვის საკმარისად კარგები არ ვართ? პარალელურად, ტიკტოკსაც გადავწვდით და On.ge-ის ქომიუნითი მენეჯერთან, გაბისთან ერთად ვიტიკტიკეთ ტიკტოკზე (ხო მაგრა ჩავახუჭუჭეთ ესა?!)

Wednesday Nov 24, 2021
სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 05 — რატომ გვიყვარდება ”ცუდი” ადამიანები
Wednesday Nov 24, 2021
Wednesday Nov 24, 2021
მიჯაჭვულობის სტილი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ლამის პირველივე წელს წყდება, დიდობაში ჩვენს ურთიერთობებს განსაზღვრავს. რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი მარტივად პოულობს სიყვარულს, ზოგი კი ერთი მეორეზე ცუდ პარტნიორს ირჩევს? (ასევე გაიგეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებიან პოდკასტის წამყვანები)
მიჯაჭვულობის თეორიის შესახებ: youtu.be/WjOowWxOXCg @Sprouts

Wednesday Nov 10, 2021
სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 04 — მენტალური ჯანმრთელობა სერიალებში
Wednesday Nov 10, 2021
Wednesday Nov 10, 2021
რას გვასწავლიან და ვერ გვასწავლიან ცნობილი სერიალები მენტალური ჯანმრთელობის შესახებ?

Monday Oct 25, 2021
Monday Oct 25, 2021
პოდკასტების ქროსოვერი: ნიკო ნერგაძესთან ერთად ვლაპარაკობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ე.წ ქუჩის აკადემიაზე, ადიქციებზე და ათას სხვა რამეზე. ამ პოდკასტიდან გაიგებთ: რომელი უფრო მარტივად იწვევს შეჩვევას, ჰეროინი თუ სუბოტექსი, როგორ ვიურთიერთოთ თინეიჯერ შვილებთან და რა ხდებოდა 90-იანების დისკოტეკებზე.

Friday Oct 15, 2021
სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 03 — ცხოვრება დაბალ თვითშეფასებასთან ერთად
Friday Oct 15, 2021
Friday Oct 15, 2021
სიმშვიდის ლაბორატორიის ამ ეპიზოდში წამყვანები სტუმართან, სთენდაფ-კომიკოს ანა სიხარულიძესთან საუბრობენ დაბალ თვითშეფასებაზე და იუმორზე, როგორც ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავების მეთოდზე.

Tuesday Oct 05, 2021
რატომ ვშფოთავთ და რა მოვუხერხოთ ამ ამბავს? — ეპიზოდი 02
Tuesday Oct 05, 2021
Tuesday Oct 05, 2021
ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ შფოთვაზე, მის ფორმებსა და მასთან გამკლავების გზებზე, მსმენელების კითხვებს კი ფსიქოლოგი ანა ღვინიანიძე პასუხობს.

Thursday Sep 23, 2021
სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 01 – მენტალური ჯანმრთელობა ჟამიანობის დროს
Thursday Sep 23, 2021
Thursday Sep 23, 2021
სიმშვიდის ლაბორატორია ყოველკვირეული პოდკასტია, სადაც წამყვანები, ანინა ტეფნაძე და ნინიკო ლეკიშვილი საუბრობენ მენტალურ ჯანმრთელობაზე. პირველი ეპიზოდი პანდემიისას გამწვავებულ პრობლემებს ეხება